გადაცემა „სხვა შუადღის“ სტუმრები პანდემიის დროს დაბადებული ცნობილი მსახიობებისა და ტელეწამყვანების შვილები იყვნენ.
გადაცემას არჩილ სოლოღაშვილი სანისთან, რუსკა მაყაშვილი კატოსთან, მაკო კვიტაიშვილი კიტასთან, ანკა ვასაძე კი ანასტასიასთან ერთად ეწვია.
მშობლებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც პანდემიის პერიოდში გამოიარეს.
ანკა ვასაძე: „ბავშვი გახდა ცოტა უკარება, რადგან ადამიანებს არ ნახულობს ხშირად, დედაჩემთან დატოვებაც მიჭირს…
პრინციპში სირთულე არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ვერ წავედით ზღვაზე, სხვა შემთხვევაში პანდემია, რომ არ ყოფილიყო აუცილებლად წავიდოდით.
რუსკა მაყაშვილი: „ზღვაზეც ვიყავით და ყველგან…მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო ვიცავდით წესებს და ყველგან წავედით.“
არჩილ სოლოღაშვილი: „იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შვილია ჩვენ თავიდან დავიწყეთ ყველაფერი, პანდემია უკვე ის რეალობაა, რაშიც მოგვიწია სანისთან ერთად ადაპტირება, შესაბამისად, ჩვენ მთაში წავედით სანისთან ერთად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვარიდოთ ხალხს.“
მაკო კვიტაიშვილი: „მე ვცდილობ, რომ იყოს ხალხთან, მაგრამ ერთგვარი კლასტერი გვყავს, ჩემი მშობლები სულ იკეთებენ პირბადეს, პირბადის გარეშე დედაჩემს ბავშვი არ უნახავს…“