LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი ეროვნული ბანკის რეგულაციების წინააღმდეგია

106

ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები.

გიორგი ჭირაქაძეს იმედი აქვს, რომ ეროვნული ბანკი გარკვეულწილად შეიცვლის პოზიციებს.  “ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტთან და მას ვესაუბრეთ ჩვენს მოსაზრებებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ჩვენ გვესმის რეგულატორის, რომელიც ცდილობს გადაწყვეტილებები მიიღოს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამ სექტორში. ჩვენ ჩვენი შენიშვნები გავაცანით ეროვნულ ბანკს. ვაპირებთ, მჭიდროდ ვიმუშაოთ ეროვნულ ბანკთან იმ საკითხებზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ არასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია და იმედი გვაქვს, ამ საუბრის შემდეგ შევძლებთ შევაცვლევინოთ რაღაც პოზიციები ეროვნულ ბანკს და ამავდროულად მივიღოთ კარგი შედეგი”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილსაც. ის მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია ბიზნესისა და ეკონომიკის ზრდისთვის შემაფერხებელი იქნება.

ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ფირსირებულად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან ერთი განხილვა საკმარისი არ არის საფინანსო ინსტიტუტებთან, მსხვილ ბანკებთან, უფრო პატარა ბანკებთან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. პრეტენზია აქვთ ასევე არა მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტებს, არამედ მსხვილ საცალო ვაჭრობაში მყოფ მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს. მათ მოლოდინი აქვთ, რომ ამ რეგულაციის გამო შემცირდება სესხების გაცემა. ამდენად, ყველაფერი, რაც ბიზნესის და ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელია, გულგრილი ვერ ვიქნებით და წინააღმდეგი ვართ ამგვარი რეგულაციებისა“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები