LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ევრონიუსის“ ეთერში კინტრიშის, მტირალას, კოლხეთის ეროვნული პაკრებისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიის ფოტოები ტრიალებს

141
Untitled

„ევრონიუსის“ ეთერში კინტრიშის, მტირალას, კოლხეთის ეროვნული პაკრებისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიის ფოტოები ტრიალებს. ინფორმაციას და ვიდეორგოლს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება – ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლს EURONEWS-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

სატელევიზიო რეკლამა საერთაშორისო ტელეკომპანიის დღისა და ღამის პრაიმთაიმში მსოფლიოს 160 ქვეყანაში გადაიცემა. გარდა საიმიჯო რგოლისა, ტელეკომპანიის ეთერში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკების ამსახველი 25-წამიანი სლაიდშოუ ტრიალებს, სადაც მტირალას, კინტრიშის, კოლხეთის ეროვნული პარკები და ქობულეთის დაცული ტერიტორია არის წარმოჩენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ „ევრონიუსზე“ რეგიონის რეკლამირების მიზანი აჭარის, როგორც ტურისტულად და საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილის პოზიციონირებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები