პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ ყრილობა, სადაც პრემიერი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიის ახალ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩევენ. მისივე თქმით, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობაც.
“ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.
“მას ყველაზე მეტად ძალუძს, გააძიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმნჯდომარის რანგში, შეძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს.
“უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე მალე გაიმართება ყრილობა და დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ასევე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.
“დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენთვის, პარტია “ქართული ოცნების” თითოეული წევრისთვის, ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრისთვის,” – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.