LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღკვეთეთ მოსმენები, გაანადგურეთ ჩანაწერები – ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე ასოციაციები მთავრობას მიმართავენ

91
სდფ

საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების – ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების – უსაფრთხოება.

“ეს დიდ ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, ვინც დახმარებისთვის მიმართავს შესაბამის მომსახურებასა და სპეციალისტებს, და შესაძლოა ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს, ასევე, ზიანს აყენებს ზოგადად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რამდენადაც ფსიქიკური ჯანმთელობის მომსახურების საბაზო ეთიკური წესების განხორციელებას შეუძლებელს ხდის. ეს არაჯანსაღი პრაქტიკა კონფლიქტშია კანონთან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა და ზოგადად ადამიანის უფლებების კონვენციასთან”, — აცხადებენ ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს სათანადო რეაგირება, დროულად დაიწყოს გამოძიება უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზეზებისა და დანერგვის შესახებ;

გაანადგუროს არსებული ინფორმაცია და ჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია უკანონო ფარული მიყურადების შედეგად, რათა დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ჩართული პირების უფლებები.

ხელმომწერი ასოციაციები და ორგანიზაციები:

  • GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება
  • GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
  • საქართველოს იმდიარ საზოგადოება
  • სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება
  • GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  • GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი