მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ, მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება.
22-24 სექტემბერს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა 20-21 სექტემბერს +29, +31, ხოლო 22-24 სექტემბერს +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.