უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline ოდესა-თბილისი-ოდესას მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიის ბილეთების საძიებო სისტემაში ოდესასა და თბილისს შორის ბილეთები უკვე იძებნება. ავიაბილეთის საწყისი ფასი (ერთი გზა) 65 დოლარიდანაა.
ცნობისთვის, Bees Airline ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე ფრენებს 22 ოქტომბრიდან შეუდგება და ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს იფრენს.