თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს გუშინ გააცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნილ პირებს, სავარაუდოდ, დღეს დაუსწრებლად აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს.
21 და 22 წლის მამაკაცებს ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.
ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლულ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ხვალ დაკრძალავენ.