კომპანია „თელასმა“ 2018 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
კომპანიის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 824 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,2% (40,8 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2017 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (783,2 მილიონი კვტ.სთ).
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 4,4% (25,8 ათასით) ზრდამ გამოიწვია.
„2018 წლის იანვარ-მარტში 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6,2%-ით (47,6 მილიონი კვტ.სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 809,5 მილიონი კვტ.სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა. 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 448 კმ შეადგინა, რაც 6,2%-ით (319 კმ-ით) აღემატება 2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (5 129 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.