ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის შესახებ წერს.
როგორც ზამბახიძე აღნიშნავს, ოჯახის გადაწყვეტილებით, მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას სტიპენდია დაწესდება.
“ეს არის ნიკოს დედა ჩემი მეგობარი საოცარი გოგო იზა! ხუთი შვილის დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა. უფროსი იყო ნიკო ოჯახის გადაწყვეტილებით, გააგრძელებენ ნიკოს დაწყებულ საქმეს აქაც და უცხოეთშიც ასევე დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას!
მომავლის ბიჭის სახელობის მომავლის სტიპენდიას“,- წერს ნინო ზამბახიძე.
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 2 პირის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება მიიღო. უწყება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ორივე პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.