LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბანკებით“ სირბილს გახარიას ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას: ირაკლი კობახიძე გახარიაზე

362
ირაკლი-კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ჩატარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ბანკებით“ სირბილს გახარიას ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას.

კობახიძის განმარტებით, ევროპაში ერთადერთი კლინიკა არსებობს, რომლის სახელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება და მაინც და მაინც იქ გააგზავნა გახარიამ „ბანკა“.

„მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი – იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა“, როგორც თავად ამბობს ხოლმე. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია. ასეთი „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას. ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ვსაუბრობდით ჯანდაცვის საკითხებზე – მის ჯანმრთელობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა. ექსპერტიზა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს ჩატარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები