LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევიდან თბილისში მეგის ქარდავას ექსტრადირება ამ წუთებში ხორციელდება

535
1

ამ წუთებში კიევიდან თბილისში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება ხორციელდება.

კიევი-თბილისის რეისი უკვე დაჯდა ტერმინალთან.

ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, “ციხის ბუნტისა” და თანხის გაფლანგვის საქმეები.

ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

13 სექტემბერს, მეგის ქარდავას ურკაინელმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ ​სასამართლო პროცესი გაიმართა და მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უფლებადამცველით თქმითქვე, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შევიდა და მისი ინფორმაციით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები