LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია სავარაუდოდ დღეს განხორციელდება

43
მეგის ქარდავა

არსებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია სავარაუდოდ დღეს განხორციელდება. – ინფორმაციას ამის შესახებ, პირველი არხი ავრცელებს.

შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს და ის საქართველოში სისხლის სამართლის 10 საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული.

ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

13 სექტემბერს, მეგის ქარდავას ურკაინელმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ ​სასამართლო პროცესი გაიმართა და მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უფლებადამცველით თქმითქვე,  ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შევიდა და მისი ინფორმაციით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება  ორი კვირის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

ამავე თემაზე:

გაერო-მ მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა – ადვოკატი

მეგის ქარდავას ადვოკატი: ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბრძანება საქართველოში ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები