სახლის რემონტი საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ეს ის პროცესია, როცა ფულის დაზოგვა ხარისხის ხარჯზე, დანაშაულის ტოლფასია. თან, რემონტს ყოველ წელს ხომ არ აკეთებს ადამიანი, კეთდება ერთხელ, საფუძვლიანად და დაახლოებით 7-10 წელი ამ საქმისგან თავისუფლდები. დამღლელი პროცესის შემდეგ კი ახალ გარემონტებულ სახლში ცხოვრების სიამოვნება არ უნდა ჩაგიშალოთ არცერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ, მილის დაზიანება იქნება ეს, თუ ელექტრო გაყვანილობის მცირე ხარვეზი. მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალი კი მაღალი ხარისხის სარემონტო მასალები და კარგი ხელოსნებია.
თუ უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი გაქვთ, გაარემონტოთ ბინა, მაგრამ ამას საკმარისი თანხის არქონის გამო ვერ აკეთებთ, მაშინ სასიამოვნო სიახლეს გაგაცნობთ.
Area.ge-ს ინოვაციური პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი რემონტისთვის. სესხის მოთხოვნა შესაძლებელია დისტანციურად, ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.
როგორ ხდება სესხის მოთხოვნა რემონტისთვის?
არეას რემონტის გვერდზე წარმოდგენილია სესხის მოთხოვნის აპლიკაცია, სადაც უთითებთ თქვენთვის საჭირო თანხას, პირობითად 30,000 ლარს, რის შემდეგაც სესხის კალკულატორი, თავად გამოგითვლით რა რაოდენობის თანხა დაგჭირდებათ თანამონაწილეობისთვის, ძირითადად ეს არის ხოლმე მთლიანი თანხის 20%. თავადვე შეგიძლიათ განსაზღვროთ სესხის ხანგრძლივობა, რის მიხედვითაც აპლიკაცია გამოგითვლით რამდენის გადახდა მოგიწვეთ ყოველთვიურად. აქვე მიიღებთ ინფორმაციას საპროცენტო განაკვეთის შესახებ. სესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერ ვალუტაში – ლარში, დოლარში, ან ევროში.
თუ მოცემული პირობები თქვენთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, სესხის მოთხოვნის „ღილაკზე“ დაწკაპებით გადახვალთ შემდეგ ეტაპზე, რომელიც თქვენგან მოითხოვს პირადი ინფორმაციის შევსებას – მიუთითებთ სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელ ადგილს, ბანკის თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს და სულ ესაა, აგზავნით მოთხოვნას, რის შემდეგაც ბანკის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და განაგრძობთ სესხის აღების პროცედურას.
რა უნდა გაითვალისწინო სესხის მოთხოვნამდე?
არეას ფეიჯზე, საიდანაც ხდება რემონტისთვის სესხის დისტანციურად მოთხოვნა, შეგიძლიათ მიუთითო სახლის თითოეული ოთახის ფართი, სავარაუდო თანხა, რაც იმ კონკრეტული ოთახის რემონტისთვის დაგჭირდებათ და პლატფორმა თავად გამოგითვლის საერთო ჯამს, თუ რა რაოდენობის თანხა დაგჭირდება სესხის ასაღებად.
გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ კარგად უნდა განსაზღვროთ რა ტიპის რემონტს აკეთებთ, არემონტებთ მთლიანად სახლს, თუ რამდენიმე ოთახს, რა ფასიან სამშენებლო, თუ სარემონტო მასალების ყიდვას გეგმავთ, ხელოსნისთვის რამდენი გექნებათ გადასახდელი. ნუ გამოგრჩებათ ის გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც რემონტს ყოველთვის ახლავს თან. კარგად გამოითვალეთ და ისე მოითხოვეთ შესაბამისი თანხა. რთულია, როცა სესხს იღებ კონკრეტული მიზნებისთვის და საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ არ იყო ის თანხა საკმარისი საქმის ბოლომდე მისაყვანად.
შეაჯამეთ თქვენს მიერ გამოთვლილი ფინანსები ხელოსანთან და მოითხოვეთ სესხი რემონტისთვის Area.ge-ს ინოვაციური პლატფორმიდან.
R