LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესიკა ჩესტეინი ოსკარ აიზეკთან წითელ ხალიჩაზე დატრიალებული ქიმიის შესახებ

522
Untitlediiiii

2021 წლის „ვენეციის კინოფესტივალიდან“ ისტორიას არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შემორჩა, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებული ყურადღებისა და აღფრთოვანების ობიექტი ჯესიკა ჩესტეინსა და ოსკარ აიზეკს შორის დატრიალებული ქიმია გახდა. ისინი წითელ ხალიჩაზე ისე იქცეოდნენ, როგორც თავდავიწყებით შეყვარებული წყვილი.

ჯესიკა ჩესტეინისა და ოსკარ აიზეკის სიყვარულმა ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა – სიყვარულით სავსე ფოტოები ვენეციიდან

ახლახანს 44 წლის ჩესტეინი სტივენ კოლბერტთან „გვიან შოუში“ იმყოფებოდა. ბუნებრივია, ძირითადი სასაუბრო თემა სწორედ წითელ ხალიჩაზე დატრიალებული ქიმია გახდა.

„ზუსტად მესმის, საითკენაც მიგყავს საუბარი, მინდა გითხრათ, რომ მე და აიზეკი ერთად ვსწავლობდით, ჩვენ 20 წელზე მეტია ერთმანეთს ვიცნობთ და ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, გარდა ამისა, ჩვენ ორივე დაქორწინებულები ვართ და თუ რაიმე აქამდე არ მოხდა, არც მომავალში მოხდება“, – განაცხადა ღიმილით ჯესიკამ.

ცნობისთვის, ჩესტეინი და აიზეკი ფილმში „სცენები ქორწინებიდან“ მონაწილეობენ. მათ გადაწყვიტეს რომანტიკული მომენტები კინოდან რეალურ ცხოვრებაშიც გადმოეტანათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები