შარიტეს კლინიკის ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ნონა გაფრინდაშილის სარჩელს „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ, რომელიც სერიალ „დედოფლის გამბიტში“ მის არასწორად მოხსენიებას ეხენა და წერს, რომ მას სოლიდარობას უცხადებს.
თამარ ჟამურაშვილი:
„სოლიდარობა და ჩემი სრული მხარდაჭერა ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს. ვფიქრობ, ის ამ ბროძოლაში მარტო არ უნდა იდგეს!
გაასმაგდა პირადად ჩემი პატივისცემა მისი პიროვნების მიმართ ამ ნაბიჯის შემდეგ.
წარმომიდგენია, რა ძალისხმევა დასჭირდებოდა, როგორც ქალს, ჯერ კიდევ 40-50 წლის წინ ასეთი წარმატების მისაღწევად და ამ დროს “რაღაც სერიალი”, თუნდაც ამერიკული, ესოდენ აკნინებს მის მიღწევებსა და განვლილ გზას…
გულით წარმატებას ვუსურვებ!!!“