LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხიდან ახლად გამოსულ მაია რჩეულიშვილს ყოფილი რძალი, ლელა კილაძე შეეგება

63952
maiarcheulishvilinesw

მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და თავისუფალია. მან ციხე ახლახან დატოვა. „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს დახვდნენ მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი და ყოფილი რძალი, ლელა კილაძე. ციხიდან ახლად გამოსულმა მაია რჩეულიშვილმა წითელი ვარდები მიიღო მეგობრისგან.

მაია რჩეულიშვილი:

„ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენს ხანს დაგვიანდა… უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც ძალიან დაგვიდგა გევრდზე და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის ფარგლებში დამთავრდება ყველაფერი კარგად. ხუთი დიდი ობიექტია დასამტავრებელი, დანარჩენი სარემონტო სამუშაოებია. მთავარია, რომ ამ საქმის კურაცია აიღო თბილისის მერიამ და ის არის ამ საქმის დასრულების გარანტორი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები