LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ფაჩუაშვილი: „მამაჩემი „კანონიერი ქურდი“ იყო… მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ბიჭი, მის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი…“

2230
elisonews

ელისო ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლის დაწერაც მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ე.წ. „კანონიერი ქურდის ვაჟი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ახლახან ვერაზე ჩაცხრილეს. ელისო ფაჩუაშვილი საკუთარი ცხოვრების ამბავს იხსენებს, როდესაც ერთ დღეს, მამამისი, ასევე „კანონიერი ქურდი“ სახლიდან გავიდა და ის მანქანაში მოკლეს, მის გვერდით კი თავად უნდა მჯდარიყო…

ელისო ფაჩუაშვილი:

„მამაჩემი იყო ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდი“- ეს ბევრმა იცით.

იგი ემსხვერპლა ქურდულ გარჩევებს თუ შურისძიებას, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე.

მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ბიჭი, რომელიც მას ღვინის საყიდლად გაყვა სახლიდან, ახალი წელი იყო.

ამ ბიჭის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, (მამაჩემი გვერდიდან არ მიშორებდა, როცა მასთან ვიყავი) უბრალოდ, დედაჩემის სიჯიუტემ გადამარჩინა რომელმაც იმ ახალ წელს არ გამიშვა მასთან და ეს დიდ ალიაქოთად დაუჯდა.

ფაქტობრივად მეორედ მაჩუქა სიცოცხლე დედაჩემმა. ❤️

იმდენჯერ მიფიქრია ამ ამბავზე, როგორ შეეწირა სხვების მახინჯი ცხოვრების წესს ეს უდანაშაულო 16 წლის ულამაზესი ბიჭი, რომლის ადგილასაც მე შეიძლება აღმოვჩენილიყავი ყველა დაშვებით, რომ არა დედაჩემის სიჯიუტე.

მარტო იმიტომ ვუხდი მადლობას წინა ხელისუფლებას მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ შეძლეს და კრიმინალური სამყარო, რომელიც ცხოვრებას უმახინჯებდა უამრავ ადამიანს და მათ შორის მათი ოჯახის წევრებს, წელში გადატეხეს. დიახ, ზუსტად ასე! ცდილობდნენ, ბოლომდე ამოეძირკვათ ეს მანკიერი საბჭოთა კაგებეს მიერ შექმნილი მონსტრი.

სამაგიეროდ, დღევანდელი ხელისუფლება დგას მათ ზურგზე, თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს მათ წინაშე, რადგან არჩევნებში ყოველი მათი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. ჰოდა, ასე ჩახუტებულებულები გვამხობენ თავზე ქვეყანას.

ამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობამ შემძრა და მკვლელობის სავარაუდო ვერსიამ ჭრილობები განმიახლა…

პ.ს. მამაჩემი კარგი მამა იყო…

სრულად დემორალიზებული ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები