LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუქს კატეგორიის ბრენდი MILA D`OPIZ უკვე საქართველოშია – სილამაზის აკადემია

10
akademianews

გადაცემის ლაივი LIVE

რა სიახლეს სთავაზობს შპს ,,ჰიპოკრატე” მომხმარებელს? სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, შვეიცარიული ბრენდი MILA D`OPIZ უკვე საქართველოს ბაზარზეა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ შპს ,,ჰიპოკრატეს’’ წარმომადგენელმა საქართველოში ლალი რუხაძემ ისაუბრა.

რომელი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია კომპანია „ჰიპოკრატე“?

უკვე 12 წელია, რაც „ჰიპოკრატეს“ ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ბრენდები შემოაქვს. ეს ბრენდებია: ISISPHARMA, ACM-ი. სულ ახლახანს დაგვემატა კიდევ ერთი, ლუქს კატეგორიის ბრენდი MILA D`OPIZ-ი. ამ ბრენდებმა ქართულ ბაზარზე უკვე მოიპოვეს მომხმარებლის მოწონება და ნდობა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვყავს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი.

ISISPHARMA-ს აქვს სამკურნალო ხაზი, ამ ბრენდის პროდუქცია იდეალურია დერმატოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად. ACM -ის ბრენდს აქვს თმისა და ფრჩხილების მოვლის პროდუქცია. მაგალითად, შამპუნების ხაზი, რომელიც განკუთვნილია თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, ასევე ცხიმიანი თმისთვის და სხვ. ჩვენი პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია „ჰიპოკრატეს“ ოფისში, მის: ვაჟა-ფშაველას 5, ასევე სააფთიაქო ქსელებში.

ბრენდი MILA D`OPIZ -ი ახლახანს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე…რას გვეტყოდით მის შესახებ?

დიახ, ეს არის შვეიცარიული, ლუქს კატეგორიის ბრენდი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და მისი შეძენა საქართველოში შესაძლებელია ექსკლუზიურად მხოლოდ შპს „ჰიპოკრატეში“. ამ ბრენდს აქვს რამდენიმე ხაზი, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. მისი სავიზიტო ბარათია ვეგანური მწვანე ხიზილალას ხაზი. ასევე აქვს უნიკალური კონცენტრატები. ბრენდში წარმოდგენილია ქალებისთვის საყვარელი BB კრემები, რომლებსაც აქვთ იდეალური დაფარვა და სხვ.

ბრენდს MILA D`OPIZ აღებული აქვს არაერთი ჯილდო სილამაზის ინდუსტრიაში. არ იტესტება ცხოველებზე. მისი შემადგენლობა იმდენად საინტერესო, ბუნებრივი და მრავალფეროვანია, რომ მომხმარებელი პირველივე გამოყენებისთანავე დაინახავს ეფექტს და მერწმუნეთ, ის თქვენი თავის მოვლის საშუალებებს შორის შეუცვლელ ადგილს დაიმკვიდრებს.

რა სამომავლო გეგმები აქვს „ჰიპოკრატეს“?

ჩამოთვლილი ბრენდების ახალი პროდუქცია პერიოდულად შემოგვაქვს. ძალიან მალე ბაზარზე გამოჩნდება ISISPHARMA-ს გლიკოს სერია, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან შეიყვარებს ჩვენი მომხმარებელი. ეს არის პილინგების ხაზი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საშინაო პირობებში. ასევე MILA D`OPIZ-ის ხაზში გვექნება სიახლეები, რისთვისაც ჩვენმა მომხმარებელმა თვალი უნდა ადევნოს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდსა და ჯგუფს. გვექნება დიდი ფასდაკლებები და ასევე, გათამაშებებიც.

გვერდი: https://www.facebook.com/HippocrateGeorgia.

ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/357162886065014

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები