LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვარდების მოედანზე“  ჰაერის მონიტორინგის მობილური სადგური ამოქმედდა

128

ატმოსფერული ჰაერის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, „ ვარდების მოედანზე“ დღეს  ჰაერის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ამოქმედდა.

მობილური სადგურისგან მიღებული მონაცემებით ვარდების მოედანზე ჰაერის დაბინძურება დადგენილ ნორმებს არ აღემტება. მობილური სადგური დამონტაჟებული იყო, „ევროპის მოედანზეც“, შედეგები ამ შემთხვევაშიც დამაკმაყოფილებელია.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის 8 დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა.

„ავტომატური სადგურის მიერ მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა“- განმარტა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, სტაციონარული ავტომატური სადგურების დამონტაჟებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს. სადგურები უკვე დამონტაჟდა თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ხოლო მიმდინარე წელს ავტომატური სადგური რუსთავშიც დამონტაჟდება.

რაც შეეხება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილურ სადგურს, მომავალი კვირიდან რეგიონებს მოიცავს და პირველი ქალაქები თელავი და გორი იქნება.