Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
48 წლის  რეიჩელ ვაისი  საორსულო კაბით პირველად გამოჩნდა (ფოტო) – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლის  რეიჩელ ვაისი  საორსულო კაბით პირველად გამოჩნდა (ფოტო)

886

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი პირველ შვილს ელოდებიან. ეს განცხადება ოსკაროსანმა ვაისმა „ნიუ–იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ამჯერად კი 48 წლის მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა, სადაც საორსულო კაბით ის პირველად ვიხილეთ. წითელ კაბაში, რომელიც ვაისს ეცვა, კარგად ჩანდა მისი მომრგვალებული მუცელი და როგორც მედიაში წერენ, ის ორსულობის მეორე ტრიმესტრში იმყოფება.

მსახიობი ვიზუალურადაც შეცვლილია და წონაშიც მკვეთრად მომატებული. მიუხედავად ამისა, ის ფანტასტიკურად გამოიყურებოდა გრძელ წითელ კაბაში, რომელიც თეთრი ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

შეგახსენებთ, რომ ეს რეიჩელ ვაისისთვის მეორე შვილია. მას უკვე ჰყავს 11 წლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან. რაც ეხება დენიელ კრეიგს, მსახიობს ასევე ჰყავს 25 წლის გოგონა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები