რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაში გაიხსნა.
არჩევნები სამი დღის განმავლობაში : 17 -დან 19 სექტემბრამდე გაიმართება. ქვედა პალატას ხუთი წლით, შერეული სისტემით აირჩევენ: 225 დეპუტატს – პარტიული სიების მიხედვით, დანარჩენ 225-ს კი – ერთმანდატიანი ოლქებიდან.
არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5% -იანი ბარიერი უნდა გადალახოს.