LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატთა ასოციაციამ სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

57
მემორანდუმი - ადვოკატთა ასოციაცია

ნიუ იორკის შტატის ქალაქ სირაქიუზში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ – დავით ასათიანმა და სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა – კრეგ ბოიზმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, მომდევნო აკადემიური წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეები შეძლებენ სპეციალური სტიპენდიით ისარგებლონ, რომელიც გავრცელდება ყველა სასწავლო პროგრამაზე – მაგისტრატურა (LLM), დოქტორანტურა (PhD) იურის დოქტორი  (J.D) პროგრამის ღირებულების მინიმუმ 50%-იან თანადაფინანსებას და მოიცავს.

„მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის წევრების, ლექტორების და ტრენერების მონაწილეობას სირაქიუზის უნივერსიტეტის სხვადასხვა მოკლევადიან გაცვლით და კვლევით პროგრამებში,“ – აცხადებენ ადვოკატთა ასოციაციაში.

ცნობისთვის, სირაქიუზის უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1870 წელს დაფუძნდა და აერთიანებს მრავალ წარმატებულ და გამოჩენილ კურსდამთავრებულს, რომელთა შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი – ჯოზეფ ბაიდენი.

სპეციალური სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობის წესები და პროცედურები მომდევნო წლის სააპლიკაციო ციკლის დაწყებასთან ერთად გამოცხადდება.