LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მომხმარებლებს Bridgestone-ს ბრენდის ეკო საბურავებს სთავაზობს

162

„თეგეტა” მომხარებელს Bridgestone-ს ბრენდის Ecopia-ს ზაფხულის საბურავებს სთავაზობს. როგორც „ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, Bridgestone Ecopia-ს საბურავები არის ახალი სტანდარტი საბურავების წარმოების სფეროში.

„პრემიუმ კლასის Ecopia-ს საბურავები გარდა იმისა, რომ არის ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან დამზადებული, ის ორჯერ უფრო მეტხანს ემსახურება მოხმარებელს, არის მეტად გამძლე და მდგრადი. ასევე ახდენს საწვავის ეკონომიას და  წარმატებით ართმევს თავს ყველაზე რთულ გარემო პირობებს. Bridgestone Ecopia-ს საბურავების გამოყენებით თქვენი გადაადგილება მეტად უსაფრთხო იქნება და ამასთანავე შეძლებთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთებას”,- განაცხადეს „თეგეტა მოტორსში”.

მათივე ცნობით, Bridgestone არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საბურავების მწარმოებელი, რომელიც 1931 წელს დაარსდა იაპონიაში. კომპანია მისი საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის გამორჩეული იყო საბურავების წარმოებაში ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხით. Bridgestone-ს საბურავებით არაერთი სასახელო გამარჯვება მოიპოვეს ცნობილმა ავტო მრბოლელებმა.

„თეგეტა მოტორსი” გახლავთ Bridgestone-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები