შიდა ქართლიდან ორი დღის წინ გატაცებული აკაკი მისირელი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, განცხადებით, ქართული მხარე ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოხდეს.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საკითხზე საუბარი აშშ-ში ვიზიტისას და ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოხდება.
„მიუღებელია ის, რაც ხდება და ჩვენ იმისათვის, რომ ეს ფაქტები მაქსიმალურად შემცირდეს და პასუხი აგოს ამ პროცესში ყველა დამნაშავემ, მივმართავთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტს,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.