ბარსელონას ცენტრში გამოჩნდა გრაფიტი, რომელზეც გვარდიოლა და მოურინიო ერთმანეთს კოცნიან.
ქუჩის მხატვრების ჯგუფმა Tvboy ფანტასტიკის სფეროს ნახატი შექმნეს: კატალონიის ლეგენდა ხოსეპ გვარდიოლა თავის მარადიულ ანტაგონისტ ჟოზე მოურინიოს კოცნის.
Tvboy-ის მხატვრებისთვის ეროტიკული ფანტაზიები ფეხბურთის თემაზე პირველი არაა. მანამდე მესისა და რონალდოს კოცნის ესკიზი შექმნეს.