საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
პროცესზე ელენე ხოშტარია მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ისეთი სიბინძურეები ხდება კი მერიდება თქვენი მოცდენა ამ საკითხზე, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა ვთქვა.
დღეს იქნება სასამართლო, სადაც საღებავზე მედავებიან ლექსოს სიკვდილის დღეს.
არც მისვლას ვაპირებ, ვერც მიმიყვანთ, არც კაპიკს გადავიხდი, არ გაღიარებთ და რომ გასკდეთ ადამიანის მკვლელობაზე პეოტესტის გამო ვერაფერს გახდები ჩემთან.
ნახვამდის“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მოძრაობა „დროას“დამფუძნებელმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ 11 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მისი ეს ქმედება „ტვპირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ.