ინგა გრიგოლია წერს იმ ზარის შესახებ, რომელიც დიმიტრი ლორთქიფანიძისგან მიიღო.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი აღნიშნავს:
„დიმიტრი ლორთქიფანიძეს მოვუთაგივარ. აიღე ტელეფონიო. ეთერში ვიყავი (გეთქვათ ვინმეს მისთვის?), ეთერის მერე ვურეკავ და მიკივის, შენ როგორც დირექტორს, პასუხს მოგთხოვო (იმ სუსის კრებსში ყოფილა. ოღონდ აზრზე არ ვიყავი), უთხარით ვინმემ, მე არ ვარ დირექტორი (უკვე კაი ხანია?), მერე-საინფორმაციოს უფროსი ხარო, ვუთხარი, არ ვარ მე ის, შენ ვინც გგონივარ, არც საინფორმაციოს უფროსი ვარ, პატარა ადამიანი ვარ ამ ტელევიზიაში-მეთქი და მაინც მიკივლა, უნდა გიჩივლოო და რა გავაკეთო????? შენ ზევითა ხარ, ბატონო დიმიტრი და მე ქვევიდან. ერთი რიგითი, არაპრომაკოველი, აბა, როგორ აგიმღვრევ წყალს?)))))) მოკლედ, ისე მათრია, ამ წუთამდე ვერ გავიგე, რას მერჩის და თან დირექტორი ვგონივარ…“