ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ტურისტებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„ტურიზმი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ჩვენ აქტიური თანამშრომლობა მოგვიწევს ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის დეპარტამენტთან. ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში ყოველწლიურად იზრდება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ტურისტებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ დედაქალაქში. ჩვენ უნდა შევქმნათ ყველანაირი პირობება ამისთვის, რადგან ერთი ზედმეტად გატარებული დღეც კი არის დამატებითი შემოსავალი დედაქალაქისთვის, ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით მოგვიწევს განსაკუთრებული მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.