LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი 72%-ით იზრდება

309

Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2 შემატებს. უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ Colliers International-მა 2017 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც, მათ შორის, თბილისის თანამედროვე საოფისე ფონდი არის მიმოხილული.

„საქართველოს A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. წლების მანძილზე თავისუფალი საოფისე ადგილები სხვადასხვა ბიზნეს ცენტრებში იყო მიმოფანტული, რაც დიდი კომპანიებისთვის მაღალი კლასის ოფისების პოვნას ართულებდა. Axis Towers BC-ის მასშტაბური პროექტი, რომლის გახსნაც 2018 წლის ბოლოს იგეგმება, დედაქალაქის A კლასის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს კიდევ 15 000 კვადრატულ მეტრზე მეტს შემატებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით, სხვა რამდენიმე მსხვილპროექტთან ერთად, ჯამურად, A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი 72%-ით იზრდება, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, თბილისის მთლიანი საოფისე ფონდის მოცულობა მაინც დაბალი რჩება“, – ნათქვამია Colliers International – ის კვლევაში.

ცნობისთვის, Axis Towers BC მრავალფუნქციური კომპლექსია და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე, გასართობ, კომერციულ და სასტუმრო ფუნქციებს. „ოფის ცენტრი აკმაყოფილებს საერთაშორისო A კლასის ბიზნეს ცენტრის ყველა მახასიათებელს, კერძოდ: საერთო ფართი; შესაბამისი ლოკაცია – ჭავჭავაძის გამზირი. ეს გამზირი იმთავითვე დაპროექტებული იყო საოფისე და საჯარო ნაგებობებისთვის. A კლასის ბიზნეს ცენტრის ამ ლოკაციაზე განთავსება კი სწორედ ამ მიმართულებების ბუნებრივი განვითარებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირი წარმოადგენს ისტორიული ზონის – რუსთაველის გამზირის გაგრძელებას და ეს ბმა აფართოებს ბიზნეს-ტურისტულ ზონას. აღსანიშნავია, რომ Axis Towers-ის მინის კოშკში განთავსდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, რომლის დიზაინი, „აქსისის“ დიზაინერებთან ერთად, შეიმუშავა ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა, კრისტოფ პილემ. სასტუმრო მოიცავს 5 განსხვავებული ტიპის 226 ნომერს და გათვლილია ბიზნეს ტურისტებზე“, – ნათქვამია „აქსისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები