თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს.
მისი თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს და რომ ეს ჩანაწერები ახლაა გაკეთებული.
“ამასთან დაკავშირებით გითხარით. ინფორმაცია არ მაქვს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს. ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, სახლში ცოლი – ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა, ეს წლები მახსოვს.
თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ეს ახლა გაკეთებულია”, – აღნიშნავს კალაძე.
ამავე თემაზე: