LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“54 არ არის ციფრი, მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია, ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი, მშვიდობით, ვახო” – ვინაა 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა

3971
BeFunky-collage (7)

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 20 წლის სპორ­ტსმე­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გარდაცვლილი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.

ის საავადმყოფოში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით 12 დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს გუნ­დი „ვიტ ჯორ­ჯია 2“ – ში თა­მა­შობ­და.

კორონავირუსს 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი ემსხვერპლა

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია “ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის” პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კო­ვიდს ასე­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ებ­რძო­და.

„54 არ არის ციფრი

მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია

მშვიდობით ვახო,

ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი

არ მაქვს სიტყვები“,- წერს თანდაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები