9 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში 50 წლამდე ასაკის ქალი დააკავეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ქალი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლის საფუძველზე, რაც სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, ბარათაშვილის 55 ნომერში მცხოვრები 5 ოჯახი საცხოვრებელ სახლზე დაობს, აღნიშნულ სახლში ქირით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი, სახლის ერთ-ერთ მფლობელს 9 წლის მოზარდის მიმართ ზეწოლაში, ბულინგსა და მუქარაში ადანაშაულებს.
როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები აცხადებენ, დაკავებული ქალი, მოზარდზე სისტემატემატურად ზეწოლას ახორციელებდა, შედეგად კი 9 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.
გავრცელებული ცნობითვე, დაკავებული ქალი ფაქტს უარყოფს.