LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

99
რაფაელ მურსაკულოვი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ავსტრალიელი პედაგოგის, შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შანაე ბრუკის მკვლელობის საქმეზე 33 წლის არსენ მურსაკულოვი ყაჩაღობისა და ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი სოფო გოგლიჩიძე აცხადებს, რომ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, ბრუკის მკვლელობის გამოძიების შედეგები გახდა ცნობილი.

„დანით კისრის არეში დაზიანება მიაყენა და გაგუდა“ – შანაი ბრუკის საქმეზე დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის მუხლით წარედგინა

უწყების ცნობით, 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, შანაე ბრუკი ედუარდს თავს დაესხა.

რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შანაე ბრუკის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს – განკარგულებას ხელი პრემიერმა უკვე მოაწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები