LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც.სააგენტო ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განმარტავს

102

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები დღეიდან ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს. სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ სპეციალისტები გაეცნენ ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს.

ეთერ ცხაკაიას თქმით, ბავშვებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ ტრაგიკულ მოვლენას.

სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან სამუშაოდ და დახმარების აღმოსაჩენად ოჯახის წევრთა შორის შეარჩია დეიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი ჩართულობა აქვს. დეიდას კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა. მისივე რჩევით, დაკრძალვის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად უნდა განემარტოთ სიტუაცია, რათა არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინი და მათ აზროვნებას დამატებით ტრავმა არ მიადგეს. ოჯახს აქვს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის საკონტაქტო ინფორმაცია, გაეწევა მუდმივი მეთვალყურეობა და კონსულტირება საჭიროების მიხედვით,“ – ამბობს ეთერ ცხაკაია.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები