Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ევროპული საქართველო” და “ოცნება” ახალი უმრავლესობის ფორმირებას ახდენენ – აბაშიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” და “ოცნება” ახალი უმრავლესობის ფორმირებას ახდენენ – აბაშიშვილი

98

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილი ამ კომენტარით უმრავლესობის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ყველა კითხვას უპასუხა.

“საქართვველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საქმე ეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების საკითხს, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. აღნიშნული პირის გათავისუფლებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა.