„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კვლევები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, მმართველ პარტიას 48,6%-იანი მხარდაჭერა აქვს.
დანარჩენი შედეგები კი ასე გადანაწილდა:
- ენმ – 27,1%
- „საქართველოსთვის“ – 5,8%
- „გირჩი მეტი თავისუფლება“ – 3,4%
- „მოქალაქეები“ – 2,6%
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 2,4%
- „მესამე ძალა“ – 2.3%
- „ლელო“ – 2,3%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 1,2%
- „გირჩი“ – 1,1%
- „ევროპული საქართველო“ – 1,1%
- სხვა – 2,1%
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8 %-მა დაასახელა.
ცდომილების ზღვარი არის 3%.