LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში “ხელის ბიჭი” მერი არ იქნება… ღარიბაშვილი რამდენს ილაპარაკებს, იმდენ ღრმა სისულელეს ამბობს: უგულავა

55
გიგი უგულავა

“მე მართლა გამარჯვებას ვაპირებ, რადგან ეს არჩევნები რეფერენდუმიცაა. “ქართული ოცნება” ვერ იტანს ვერავის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ აქ (ფოთში) “ხელის ბიჭი” მერი არ იქნება, არამედ იქნება მერი, რომელიც შეიძლება კონფლიქტშიც შევიდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.” – ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

უგულავამ მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და “ქართული ოცნების” საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ 10-წლიანი გეგმა ფურცელზე დაწერა და საზოგადოებას აცნობს, მისივე თქმით, “ღარიბაშვილი რამდენსაც ილაპარაკებს, იმდენ ღრმა სისულელეს ამბობს”:

“ქართული ოცნების” ეპოქაში არსებითად არაფერი შეცვლილა, ჩვეულებრივადაა – ამოქაჩო ფული და არაფერი არ დააბრუნო. “ოცნების” პირობებში ყველაფერი, როგორც სხვა ქალაქების მსგავსად, კეთდება ნელა და უხარისხოდ. უნიკალური შესაძლებლობებია, მაგრამ ამას თავმოყრა, მათ შორის ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებით “რკინის ხელი” სჭირდება. დადგა დრო, საქართველოში მთლიანად მმართველობა ამოვაყირავოთ და თუ აქამდე ვირჩევდით: მეფეს, იმპერატორს, პრეზიდენტს ახლა თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ამუშავდეს რეგიონებიდან უნდა წამოვიდეს ეს ყველაფერი და რეგიონებში უნდა იყოს ძლიერი პოლიტიკა.

ფოთელებს მინდა ვუთხრა, რეფერენდუმი იყო პირველი ამოცანა, რადგან ფოთში წამოვედი. დღევანდელი მთავრობა დადის და 10-წლიანი გეგმა ფურცელზე დაწერეს, კონსულტანტებმა უთხრეს, რომ აუცილებელია, იმიტომ რომ ხალხი თვლის, თქვენ ხართ იდიოტები, არ გაქვთ ხედვა. ახლა რაღაც დაწერეს და უფრო დიდ სისულელეს ლაპარაკობენ. ღარიბაშვილი რამდენს ილაპარაკებს, იმდენ ღრმა სისულელეს ამბობს.

მე მართლა გამარჯვებას ვაპირებ, რადგან ეს არჩევნები რეფერენდუმიცაა. “ქართული ოცნება” ვერ იტანს ვერავის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ აქ “ხელის ბიჭი” მერი არ იქნება, არამედ იქნება მერი, რომელიც შეიძლება კონფლიქტშიც შევიდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ქალაქის სასიკეთოდ უყვიროს კიდეც და მაგიდაზეც დაურტყას ხელი.” – თქვა უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები