LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეი – ამერიკასთან და საფრანგეთთან ერთად სირიის სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობა სწორი და კანონიერია

89

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე ისაუბრა.
„ისტორიის გაკვეთილი ის არის, რომ როცა საერთაშორისო წესები საფრთხის ქვეშ დგება, ჩვენ ვალდებული ვართ დავიკავოთ პოზიცია და ის დავიცვათ“, – განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ მაშინ როცა აღნიშნული მოქმედება სირიის რეჟიმის შეკავებისკენაა მიმართული, ეს ნათელი სიგნალი იქნება ყველასთვის, ვინც თვლის, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია.

„მართალია შედარებით მცირე მასშტაბებისაა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება ამ ნორმების დარღვევის მოდელად გვევლინება“ ,- აღნიშნა მეიმ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკასთან და საფრანგეთთან ერთად სირიის სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობა „სწორი და კანონიერი“ იყო და დამასკოს ეჭვი არ უნდა შეეპაროს დიდი ბრიტანეთის მტკიცე პასუხში ქიმიური იარაღით ახალი შეტევების შემთხვევაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო.