მომღერალი სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში ხელოვანების მძიმე მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ დღეს ამ სფეროში ახალი ვერაფერი კეთდება.
სოფო ტოროშელიძე:
„ძალიან ხშირად გვეკითხებიან ხოლმე ხელოვან ადამიანებს – ახალს არაფერს აკეთებ? ვეცდები, ყველას მაგივრად გაგცეთ პასუხი.
ჩვენ გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა ყოველდღიურად, aსეთ დროს ხელოვნება კვდება და იყინება შიგნიდან ყველაფერი. ამ არჩევანს შორის გადარჩენას ვამჯობინებთ ხოლმე, ამიტომ ჩვენ არაფერს კი არ ვაკეთებთ, უბრალოდ, ვცხოვრობთ და გვიწევს ის ვაკეთოთ, რაც გადაგვარჩენს.
ამიტომ ნუ დაგვისვამთ ამ კითხვას“.