LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – გაიწერება წესები, რომელიც დაცული უნდა იყოს თითოეული დეპუტატის მიერ – თუ დაუწერელი წესები საკმარისი არ არის, ეს წესები უნდა დაწერო

92

არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის მათთან ვინც დაუშვა შეცდომები, იმისთვის, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობის შეხვედრა უახლოეს დღეებში, შესაძლოა, მომდევნო შაბათ-კვირას გაიმართოს.

რაც შეეხება დეპუტატ დავით ჭიჭინაძის დღევანდელ განცხადებებს, კობახიძის თქმით, ჭიჭინაძის განცხადება თვითონ არის თავის თავის კომენტარი.

“ჭიჭინაძის განცხადებების კომენტირება არ მინდა. ჭიჭინაძის განცხადება თვითონ არის თავის თავის კომენტარი. რაც შეეხება დისციპლინის საკითხებს, ჩვენ შეხვედრაზე მარტივად გადაწყდა, რომ უნდა გაიწეროს წესები. ამ წესებზე მიდის მუშაობა და დასრულდება უახლოეს დღეებში. ამ წესებს განვიხილავთ უმრავლესობის ფორმატშიც. ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა ძალიან კონსტრუქციულად და მშვიდად საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში.

გაიწერება წესები, რომელიც უნდა იყოს დაცული თითოეული დეპუტატის მიერ. ეს არის ის წესები, რომლებსაც წესით დაწერა არც სჭირდებათ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ეს წესები არაერთხელ დაირღვა. თუ არ არის საკმარისი დაუწერელი წესები, ეს წესები უნდა დაწერო”, – განაცხადა კობახიძემ.