LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაგაული ლაშეს მონაკვეთზე მატარებლები ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ

78

სიახლე ხარაგაული ლაშეს მონაკვეთზე. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთ ლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ.

“საქართველოს რკინიგზის” ცნობით, 4 კილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორ ლიანდაგიანია.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები