Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ცნობილი მსახიობები რეჟისორის ამპლუაში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მსახიობები რეჟისორის ამპლუაში

127
page

რა თქმა უნდა, ყველა კარგი მსახიობი რეჟისორობაზე ოცნებობს, თუმცა ზოგი ვერ ბედავს ამპლუას შეცვლას და ერთ პროფესიაში დახელოვნებული მეორეს მოსინჯვას, ზოგი კი, პირიქით, თამამად ებმება ავანტიურაში და პირველსავე ცდიდან აღწევს წარმატებას.

ცნობილი მსახიობები რეჟისორის ამპლუაში:

“ჩვეულებრივი ადამიანები” (Ordinary People, 1980, რობერტ რედფორდი) – საინტერესო პროექტის ძიებაში, რობერტ რედფორდი ჯუდიტ გესტის წიგნს “ჩვეულებრივი ადამიანები” გადააწყდა და სწორედ ის აირჩია სარეჟისორო დებიუტად. რომანის სიუჟეტი ძალიან ჰგავდა მისი ოჯახის რეალურ ისტორიას, ამიტომ შეძლებული, მტკიცე და ყველაფრით უზრუნველყოფილი ოჯახის ტრაგედია, რომელსაც უბედური შემთხვევა და უფროსი შვილის დაღუპვა ანგრევს, მეტად მტკივნეული აღმოჩნდა რედფორდისთვის.  ახალბედა რეჟისორმა სცენარისტთან ელვინ სარჯენტთან ერთად მოჰკიდა ხელი რომანის გადამუშავებას, რომელიც სიუჟეტის გამართვასა და პერსონაჟების ხასიათის დახვეწაში დაეხმარა. ორწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ რედფორდმა გადასაღებ მოედანზე გადაინაცვლა, ცნობილ რეჟისორებთან მუშაობით შეძენილი გამოცდილება გამოიყენა და საკმაოდ მწირი ბიუჯეტით, სულ რაღაც სამ თვეში გადაიღო ფილმი, რომელმაც არა მხოლოდ ფინანსური მოგება ნახა, არამედ “ოსკარის” ოთხი პრემიაც დაიმსახურა.

” მგლებთან ცეკვა” (Dances with Wolves, 1990, კევინ კოსტნერი) – რეჟისურაში შესაძლებლობის მოსინჯვა კევინ კოსტნერმა 1980-იანი წლების ბოლოს გადაწყვიტა. მართალია, ნაკლებად გამოცდილი მსახიობის ინიციატივა, რომლის არსენალს მეტწილად ბოევიკები და ნაკლებად შთამბეჭდავი როლები შეადგენდა, კრიტიკა ირონიით შეხვდა და მარცხიც უწინასწარმეტყველა, მაგრამ 1990 წელს გამოსულმა დრამამ “მგლებთან ცეკვამ”, არა მხოლოდ რადიკალურად შეცვალა წარმოდგენა კოსტნერზე, არამედ წლის ადამიანადაც აქცია. სხვათა შორის, კოსტნერი მთელი ხუთ წელი ემზადებოდა სარეჟისორო დებიუტისთვის, რადგან რთული და მეტად სარისკო პროექტი აირჩია პირველ ნამუშევრად, თუმცა, რისკმა გაამართლა, კოსტნერმა კი 424–მილიონიანი მოგებით და “ოსკარის” შვიდი პრემიით აღნიშნა წარმატება.

“სახიფათო ადამიანის აღიარება” (Confessions of a Dangerous Mind, 202, ჯორჯ კლუნი) – ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჯორჯ კლუნის თამამი გადაწყვეტილება გადაეღო ფილმი, რადგან მანამდე კლუნი მხოლოდ მსუბუქ, გასართობი ფილმებში მონაწილეობდა და მართალია ნიჭიერ მსახიობის რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ სერიოზულ მიღწევებზე არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია. ახალ სფეროში ძალის მოსინჯვა კლუნიმ ცნობილი ტელეწამყვანის ჩაკ ბერისის ისტორიის ეკრანიზებით გადაწყვიტა, რომელიც სინამდვილეში საიდუმლო აგენტი იყო, სატელევიზიო შოუს კი, მხოლოდ საკუთარი საქმიანობის შესანიღბად იყენებდა. მართალია, ფილმმა მაყურებლის გულგრილი შეფასება დაიმსახურა, გაქირავებაში მოგროვილმა 33 მილიონმა ძლივს დაფარა დანახარჯი, მაგრამ კრიტიკოსები აღაფრთოვანა, რომელთაც  დებიუტანტ კლუნის სპეციალური პრემიაც კი მიანიჭეს რეჟისურაში შეტანილი წვლილისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები