LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაია პოლიტიკას დაუბრუნდა: “ვიბრძოლებ ქვეყნის დეცენტრალიზაციისათვის”

61
გოგი წულაია

გოგი წულაია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა.

წულაიამ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში პარტია “გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების” საარჩევნო სია წარადგინა.

სიის პირველი წევრი თავად გოგი წულაიაა.

მისი თქმით, პარტია მერობის ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი თავისი პარტიიდან თავად იქნება.

„ვიბრძოლებ ქვეყნის დეცენტრალიზაციისათვის, დეკონცეტრაციისა და რეალური თვითმმართველობისთვის“, – აღნიშნა გოგი წულაიამ.

როგორც გოგი წულაიამ აღნიშნა, სიის წარდგენა პარლამენტის ყოფილ შენობასთან იმიტომ გამართა, რომ ეჩვენებინა როგორი ფიქციაა “ქართული ოცნების” ლოზუნგი “განვითარება ყველა რეგიონს” და პარლამენტის დაჭაობებული ტერიტორია სრულად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონებისადმი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები