Mercedes-AMG პირველი ჰიბრიდული მოდელის შემდეგ პირველ ელექტრონულ მოდელს ამზადებს. მწარმოებელმა პირობა დადო, რომ სიახლის პრემიერა მიუნხენის ავტოსალონზე, ამ დღეებში შედგება.
მანამდე კი მწარმოებელმა გამოაქვეყნა თიზერი, რომელშიც გერმანული ბრენდის პირველ სერიულ ელექტრომობილს ეძღვნება. მოკლე ვიდეო რგოლში ავტომობილი ასახული საერთოდ არ არის, თუმცა წარმოდგენილია რამდენიმე საინტერესო ციფრი – მაგალითად 0–დან 100 კმ/სთ–მდე აჩქარება – 3,4 წამში, სიმძლავრე – 761 ცხენის ძალა. სწორედ ასეთივე მაჩვენებელი აქვს Porsche Taycan Turbo S–ის ტოპ–ვერსიას. თუმცა, „პორშე“ ცოტა უფრო სწრაფია და 100კმ/სთ სიჩქარეს 2,8 წამში ავითარებს.
დღესდღეობით ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია Mercedes-Benz EQS 580 4Matic 524 ცხენის ძალითაა აღჭურვილი და 100 კმ–ს 4,3 წამში ავითარებს. შედარებით სუსტი ვერსია კი 331 ცხენის ძალის მქონეა და პირველ „ასეულამდე“ 6,2 წამში ხურდება.
Porsche Taycan Turbo 680 ცხენის ძალის მქონეა და 100 კმ/სთ სიჩქარეს 3,2 წამში ავითარებს. „ტაიკანის“ ორივე მოდიფიკაციის მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ–ია. Mercedes-AMG–ის ცხელი ელექტროქარის სვლის მარაგი არ ზუსტდება, ისევე როგორც მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელი და მხოლოდ ისაა ცნობილია რომ მოდელი მოსახერხებელი და არც თუ ისე ძალიან სწრაფი იქნება.