“12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ძალიან სერიოზული საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენი ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და მუდმივად იმ გამოცდილებისა და რეკომენდაციების მოძიება ხდება, რაც სხვა ქვეყნებიდან მოდის.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისიტრის მოადგილემ და თქვა, რომ საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები, რათა აღნიშნული რეკომენდაციები საბოლოო სახით ამოყალიბდეს.
როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, ფიქრობს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სექტორში უფრო მკაფიო პასუხი ექნებათ:
“12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ძალიან სერიოზული საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენი ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და მუდმივად ხდება მოძიება იმ გამოცდილებისა და რეკომენდაციების, რაც მოდის სხვა ქვეყნებიდან.
მაგალითად, ბრიტანეთის გამოცდილების მიხედვით 12-დან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, რამაც შესაძლოა სასიცოცხლო რისკები შექმნას კოვიდინფექციის განვითარების შემთხვევაში. ზოგიერთი ქვეყანა ცრის ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა მოზარდს.
ამდენად, ჩვენ გვჭირდება დამატებითი მტკიცებულებები იმისთვის, რომ საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ ეს რეკომენდაციები და ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გვექნება უფრო მკაფიო პასუხი ამასთან დაკავშირებით.” – თქვა გაბუნიამ.