LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინოლოგი ნინო გოგიჩაძე გვიზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას: “უკარგესი ამბები: სინოვაკი და სინოფარმი არაჩვეულებრივად იცავენ მძიმე კოვიდისგან. ბრწყინვალედაც კი“

437
BeFunky-collage (2)

ვაქცინოლოგი ნინო გოგიჩაძე საზოგადოებას უზიარებს სასიამოვნო სიახლეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების – სინოვაკისა და სინოფარმის შესახებ უახლესი კვლევის შედეგებს ეხება.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“უკარგესი ამბები: ინაქვიტირებული ვირუსები (სინოვაკი და სინოფარმი) არაჩვეულებრივად იცავენ მძიმე კოვიდისგან. ბრწყინვალედაც კი.

ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ორი ბოლოდროინდელი სტატიით ორივე ძალიან პრესტიჟულ და სანდო ჟურნალშია გამოქვეყნებული (გამოსაქვეყნებელი). ერთი ლანცეტში გამოსაქვეყნებელი პრე-პრინტია. რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ-ჯერობით სტატიას რეცენზია არ გაუვლია, მაგრამ გაივლის. და მეორე დაიბეჭდა New England Journal of Medicine-ში (NEJM), ანუ რეცენზია გავლილი აქვს.

  1. კორონავაკი(სინოვაკი) ეფექტურობა – კვლევა ჩატარებულია ჩილეში, გამოქვეყნებული NEJM-ში

ერთი დოზით აცრილ ადამიანებში 15.5% ეფექტურობა კოვიდ-19-ის თავიდან ასარიდებლად, 37.4% ეფექტურობა საავადმყოფოში მოხვედრისგან და 45.7% ეფექტურობა კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის წინააღმდეგ.

სრულად აცრილ ადამიანებში: 65.9% ეფექტურობა კოვიდ-19-ის თავიდან ასარიდებლად, 87.5% ეფექტურობა საავადმყოფოში მოხვედრისგან და 86.3% ეფექტურობა კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის წინააღმდეგ.

კიდევ უკეთესი ამბავი: 60 წელს ზევით ადამიანებში ეს ვაქცინა ისეთივე ეფექტურია როგორც <60წ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევის დროს ჩილეში ალფა და გამა ვარიანტები ცირკულირებდა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ვაქცინა (და პირადად მე სინოფარმსაც მივაყოლებდი ‘პრიკუპში’) ძალიან ეფექტურია მძიმე კოვიდის და მისგან გამოწვეული სიკვდილის თავიდან ასარიდებლად

###https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2107715…#

  1. ლანცეტის პრე-პრინტი

ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, სადაც დელტა ცირკულირებდა ინაქტივირებული ვირუსების ვაქცინების ეფექტურობა ფილტვების ანთების წინააღმდეგ არის 69.5% და 100%-იანი ეფექტურობა აქვთ მძიმე დაავადების წინააღმდებ.

#https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3895639

აცრები გვიცავს და აცრები მუშაობს” – წერს ნინო გოგიჩაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები