LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანმა არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა

35
untitled

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, არარეზიდენტ ელჩებს ცერემონიების სასახლეში უმასპინძლა.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.

“საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, რომელიც პატივს სცემს და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ამისაკენ მოუწოდებს სხვებსაც.” – დავით ზალკალიანი

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩებს საქართველოს სამომავლო გეგმები გააცნო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას – საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

ზალკალიანი თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში.

„ჩვენ, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის მომავალი წვერი ქვეყანა ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნებაში. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მის დასავლელ პარტნიორებთან უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად როგორიც არის ტერორიზმი, ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერ-დანაშაული, ენერგოდამოკიდებულების შემცირება, გლობალური კლიმატური ცვლილებები, შეიარაღებაზე კონტროლის და გაუვრცელებლობის საკითხები და სხვა“, – განმარტა მინისტრმა.

ამასთანავე, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე გლობალური უსაფრთხოების კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები