LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაგავი საფლავებზე: აღდგომის შემდგომი ტრადიციული სანახაობა

666

სოციალურ ქსელში, თბილისის სასაფლაოებზე გადაღებული სურათები ვრცელდება, რომელშიც ყურადღებას ნაგავი იქცევს.

ის, რომ საფლავებთან სუფრების გაშლა ტრადიციაა, უკვე მსოფლიომ გაიგო, თუმცა ნაგვის დაყრის “ტრადიციას” ქართველების ნაწილი აპროტესტებს.

ნაგვის დამყრელებს “ფეისბუქ” მომხმარებლები ღორებად მოიხსენიებენ და წერენ რომ ნაგავი მხოლოდ სამანქანო გზაზე კი არა, პირდაპირ საფლავებს შორის არის გროვებად ჩაყრილი.

კუკიის სასაფლაო – ფოტოები ლუკა კანდელაკის

ეს სურათები მხოლოდ ნაწილია, იმ სამარცხვინო ქმედებისა რაც იქ ხდება. ნაგავი მხოლოდ სამანქანო გზაზე კი არა, პირდაპირ საფლავებს შორის არის გროვებად ჩაყრილი…

ამას კიდევ რა უჭირს. ყველაზე მეტად მაშინ გავოცდი, როცა ბებიაჩემმა მიმითითა ნაგვის ერთ უზარმაზარ გროვაზე და მითხრა, აქ ერთი მარტოხელა ქალის საფლავი არისო…

მთავარია თავიანთი წინაპრების საფლავი იყოს მოწესრიგებული, თორემ დანარჩენების ხსოვნას ჯანდაბამდე გზა ჰქონია.

ამოვლენ, ასე ერთი ხელის მოსმით დაემსგავსებიან ღორებს და ამხელა უნამუსობის, შეუგნებლობისა და გაუთლელობის ფონზე დაიჯერებენ რომ წასულთა სულებს მადლი “მიუვათ”…

 

ვაკის სასაფლაო

ვაკის სასაფლაოდან ფოტოს აქვეყნებს ნინო ოკროწვარიძე. როგორც ის წერს, ეს სანახაობა, ყველანაირ ამბიციას უკარგავს.

ის რომ ნაგვის დაყრა საფლავებზე, ლამის ტრადიციად გამჯდარი ჩვეული მოვლენაა, ეს ფოტოც ადასტურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები