LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურის მერობის კანდიდატმა, ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა „ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

74
ვალერი

ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.

ვალერი გელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა.

„დღეს, მივიღე გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა.

ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება.

ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი, დღეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას და დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს“, – წერს ვალერი გელაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის ოთხგზის წევრმა, ბიზნესმენმა  ვალერი გელაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხაშურის მერობასთან დაკავშირებით,  მოსახლეობას ივლისში გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები